2018-11-06 11:41:00
ზაზა სარალიძის სასამართლო რუსთავში დღეს გაიმართება

ზაზა სარალიძის საქმეზე სასმართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, დღეს გაიმართება და მოსამართლე წინასასამართლო სხდომის თარიღს დანიშნავს.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ინციდენტის დროს ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა. დაპირისპირების მიზეზი კი ის გახდა, რომ სარალიძეს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. სარალიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ამავე თემაზე