2018-11-06 10:05:39
8 დაღუპული, 6 ბავშვი - ხანძარი რუსეთში

რუსეთში, კემეროვოს ოლქის ქალაქ იურგაში, კერძო სახლში ხანძარს 8 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი ემსხვერპლა. რუსული მედია წერს. 

რუსული მედიის ინფორმაციით, საგანგებო სამსახურებში ხანძრის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 04:20 საათზე შევიდა. უწყების ცნობით,  ცეცხლი  01:19 საათში ლიკვიდირებული იყო.

ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ ვერსიად მოკლე ჩართვა სახელდება.


 

ამავე თემაზე