2018-11-05 20:00:18
წინასაახალწლოდ ლარის გაუფასურება ტრადიციად იქცა, რასაც ხალხიც შეეჩვია - ჭიჭინაძე

ოპოზიცია ლარის გაუფასურებას ეხმაურება. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წინასაახალწლოდ ლარის რეკორდული გაუფასურება ტრადიციად იქცა, რასაც ხალხიც შეეჩვია. დეპუტატი ამბობს, რომ მთავრობა მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს.

„რეალურად ეკონომიკა საკმაოდ შეფერხებულია ჩვენს ქვეყანაში და ეს უკვე უფრო ისეთი ტენდენციაა, რომლის გაჩერებაც ასე, რომ ვთქვათ ჩამოყალიბებული არის საზოგადოება უკვე მიეჩვია პრაქტიკულად წლის ბოლოს და ეს მთავრობა იმის მაგივრად, რომ ეს ტრადიცია დაარღვიოს, რომ წლის ბოლოს ლარი უფასურდება, პირიქით არაფერს არ აკეთებს და თავისი უაზრო განცხადებებით ხელს უწყობს ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამავე თემაზე