2018-11-05 19:58:08
„სანამ "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, ლარის გამყარებას არ უნდა ველოდოთ- ჭიაბერაშვილი

ოპოზიცია ლარის ინფლაციას ეხმაურება და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით „ქართული ოცნების“ პირობებში ეროვნული ვალუტის გამყარების მოლოდინი საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს.

„სანამ "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში მანამდე რომ ლარის მნიშვნელოვან გამყარებას ველოდოთ, ეს გამორიცხულია იმიტომ, რომ მათი  არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, გვაქვს  დაბალი ეკონომიკური ზრდა და ლარის მერყეობას განაპირობებს დაბალი ეკონომიკური ზრდა. ამიტომ სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან  რა თქმა უნდა  რადიკალური გამოსწორება არ იქნება. მაგრამ იმის გამო რომ ამ რყევით გამოწვეული ფასების  ზრდა ძალიან მძიმედ არ აისახოს ჩვენს მოქალაქეებზე, ამისთვის გადასახადების შემცირებაა აუცილებელი და აქციზის განახევრება რომელი კანონპროექტიც ახლა გვაქვს ევროპულ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე