2018-11-05 19:56:53
„ხელისუფლებას ამოეწურა ყველა არგუმენტი"- ლარის გაუფასურება

ოპოზიცია ლარის ინფლაციასეხმაურება. ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე ლარის კურსის რეკორდულ ვარდნას მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. მისი თქმით შეცდომები დაშვებულია წინა თვეებში და ახლა მისი  მომენტალურად გამოსწორება შეუძლებელია.

„ხელისუფლებას  ამოეწურა ყველა არგუმენტი. თურქულ ლირას აბრალებდნენ და უკვე გაჩერებულები არიან. გავლენა რაიმე თურქული ვალუტის გაუფასურებას ლარზე არ მოუხდენია. ეს მოლოდინები ხო სასაცილოა. შეცდომების დაშვება ხდებოდა ზაფხულში როდესაც ლარი  მყარდებოდა და თავი ქუდში ეგონათ და მუდამ იქნებოდა ეს პროცესი. და როდესაც შეცდომა დაშვებულია წინა თვეებში, მისი მომენტალური გამოსწორების ბერკეტები არ არსებობს. ერთადერთი ბერკეტი არის მაქსიმალური შეზღუდვა საბიუჯეტო ხარჯების,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე