2018-11-05 19:24:53
„ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება“

„ვალუტის კურსის გამყარება არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამაში პარლამენტიც იქნება ჩართული თავისი კომპეტენციის ფარგლებში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 
ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება.
„გვექნება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან იმისათვის, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამავე თემაზე