2018-11-05 11:38:00
მოსახლეობის უკმაყოფილება კოაბიტაციამაც გამოიწვია - ჩუგოშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია ბევრმა საკითხმა, მათ შორის კოაბიტაციამ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი

„მთავარი არ არის, რა იყო წარსულში, წინ არის მეორე ტური, მთავარია ის, მომავალში რა გველოდება. თითქმის ყველა პასუხისმგებელ პირს, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, მიესაჯათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, სხვა ფორმით როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო გამიჯნული, არ ვიცი, ცოტა რთული საკითხია.

მომავალში მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს, სადაც მოსახლეობამ თავისი გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი. ვფიქრობ, არ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი. ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიზიარებს, თუმცა ვნახავთ, ეს არის არჩევნებზე ამომრჩევლების გადასაწყვეტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რით ვპასუხობთ მოსახლეობის უკმაყოფილებასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ამ ეტაპზე ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, რა იყო წარსულში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

ამავე თემაზე
კოჰაბიტაცია ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს - კალაძე
2018-11-05 11:26:42