2018-11-04 11:33:05
სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში დაკავებული არიან: 1968 წელს დაბადებული, კრიმინალური ავტორიტეტი ი. ფ., 1967 წელს დაბადებული ე. ჩ. და 1962 წელს დაბადებული გ. გ. ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქე შეეცადა საკუთარი ძმის ბიზნესი ქურდული სამყაროს წევრების ჩარევის შედეგად მიესაკუთრებინა. 

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 1 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით და 223-ე 4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე