2018-11-03 18:25:39
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. უწყების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ოქტომბრის მეორე ნახევარში 1400-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღრიცხვაზე ჯერ კიდევ არ არიან, დროულად გააკეთონ შესაბამისი განაცხადი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო სიებში მათი რეგისტრაცია მოხდება.

ამავე თემაზე