2018-11-03 18:17:25
მარნეულის მერვე სკოლა გაქურდეს

მარნეულის მერვე სკოლა გაქურდეს. დილით სასწავლო დაწესებულებაში მისულ თანამშრომლებს სკოლა გაქურდული დახვდათ. სასწავლო დაწესებულებიდან წაღებულია სამი კომპიუტერი და სხვადასხვა სახის ტექნიკა. 

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სკოლაში არავინ აღარ იმყოფებოდა. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ქურდობის, მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე