2018-11-03 18:13:56
მამები სიმართლისთვის - რუსთაველზე შვილმოკლული მამების მხარდამჭერი აქცია იმართება

მამები სიმართლისთვის - რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების მხარდამჭერი აქცია იმართება. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილმკვდარ მშობლებს მოუწოდებენ, აქციას შეურთდნენ და ხელისუფლებას მკვლელობების გამოძიება ერთად მოსთხოვონ.

 თითქმის, ორი თვეა, შვილმოკლული მამები პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ, თუმცა, პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას ისევ არ აძლევს. 

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ პროტესტს არ იმჩნევს, თუმცა, ისინი არ დაიშლებიან და რუსთაველის გამზირზე დარჩებიან, ვიდრე ხელისუფლება მათი შვილების მკვლელებს არ დასჯის.

ამავე თემაზე