2018-11-02 18:33:34
„საჯარო სამსახურებში ადმინისტრაციამ ცუდად იმუშავა. საჯარო მოხელეებს რატომ უნდა სჭირდებოდეთ შეხსენება, ვის მისცენ ხმა?!“ -მაკრახიძე

„ქართული ოცნების“ წევრი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურებში ადმინისტრაციამ ცუდად იმუშავა“.

“ჩემს კომპანიაში, სადაც ვმუშაობდი, 600 კაცი მუშაობს, აქედან თითოს ოჯახში ხომ მაინც არის 2 ამომრჩეველი მინიმუმ? დაახლოებით ორი ათასმა კაცმა შეიძლება, რომ მე მხარი არ დამიჭიროს?! მე იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერენ და თუ ასე არ იქნება, ეს მათი პრობლემაა. ასეა საჯარო სამსახურებშიც, ადმინისტრაციამ ცუდად იმუშავა. იქ სკოლის დირექტორია, საბავშვო ბაღის გამგეა, იქ სპორტული ა(ა)იპ-ებია, სხვადასხვა მუნიციპალური ორგანიზაციებია... რატომ უნდა სჭირდებოდეთ მათ შეხსენება, ვის უნდა მისცენ ხმა?! შეგნება უნდა ჰქონდეთ და აანალიზებდნენ, ვის სამსახურში მუშაობენ და ვინ იმსახურებს მათ მხარდაჭერას“, – განაცხადა, გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ცნობით, მაკრახიძემ.

ამავე თემაზე