2018-11-02 10:04:05
გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტზე ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურა განიხილება

აშშ-ს პრეზიდენტი გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტზე ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას  განიხილავს. ნაუერტი ამჟამად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელია

„ის შესანიშნავია. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩვენთან. ნაუერტის კანდიდატურა სერიოზულ განხილვას ექვემდებარება. სავარაუდოდ, ჩვენ გადაწყვეტილების მიღებას შემდეგ კვირას შევძლებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს, გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე თანამდებობას დატოვებს.

ამავე თემაზე