2018-11-01 11:54:57
პრემიერ-მინისტრი თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს წარმატებულად აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს წარმატებულად აფასებს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასა და თავდაცვის მინისტრს გატარებული რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული რეფორმების დასტურად კი,აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისის წერილი გაიხსენა.

„მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან მივიღეწერილი, რომელშიც გენერალი მატისი მადლობას გვიხდის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების გამო. წერილში ხაზგასმულია ჩვენი მთავრობის ძალისხმევა საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და მოდერნიზაციის საქმეში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.მე მინდა ჩვენს კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში და პირადად მინისტრს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა იმ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის და იმ ძალიან ფუნდამენტური რეფორმებისთვის, რომელიც ჩვენ შევძელით გაგვეტარებინა ამ უწყებაში. ეს წერილი ჩვენთვის ამ სფეროში მიღწეული წარმატებების კიდევ ერთი დასტურია. შესაბამისად, მინდა, სწორედ ის სიტყვები გამოვიყენო, რომელიც ამწერილშია: „საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის ნატოს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე