2018-11-01 10:01:59
"ოპონენტების მხრიდან ხდება დეზინფორმაციის გამოყენება და ემთხვევა არჩევნების შემდგომ პერიოდს"- ზალკანიანი "ჯაველინებზე"

ინფორმაცია, თითქოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს დილიდან, ანონიმური წყაროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია. საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა ჩრდილი მიაყენონ საქართველო - ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. 
ელჩი ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით“,-– აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და სიცრუეს უწოდებენ საქართველოს თავდაცვისა და საგარემო საქმეთა სამინისტროებშიც:

პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ხდება ასეთი სახის დეზინფორმაციის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. ძალიან საეჭვოა ისიც რომ დროში ემთხვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. არჩევნების შემდგომ პერიოდს. ასეთი საკითხებით მანიპულირება კატეგორიულად მიუღებელია,"-აცხადებს მინისტრი ზალკალიანი

ამავე თემაზე