2018-11-01 09:44:29
1 აშშ დოლარი 2 ლარი და 74 თეთრი ღირს

არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ, ეროვნულმა ვალუტამ დევალვაციის ახალ ნიშნულს მიაღწია. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 74 თეთრია. ოფიციალური კურსით კი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გუშინ დაადგინა და დღეს მოქმედებს, 1 დოლარი 2.7203 ლარი ღირს.

ლარის ახალ ოფიციალურ კურსს, სებ-ი დღეს საღამოს, 17 საათისთვის დაადგენს.

  


 

ამავე თემაზე