2018-11-01 09:28:50
"რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება"-ბრიტანეთის საგარეო უწყება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთს ძვირი დაუჯდება ისევე მოქცევა, როგორც ის ბოლო დროს მოქმედებდა. "მეგონა, რომ რუსეთს სურდა ყოფილიყო საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ნაწილი, ჩვენ მოხარული ვიქნებოდით, რუსეთთან გვქონოდა უკეთესი ურთიერთობები, მაგრამ ის 2008 წელს შეიჭრა საქართველოში, 2014-ში ყირიმში, იყო კიბერთავდასხმები და ქიმიური შეტევა სოლსბერიში, რამაც ძალიან შეგვაშფოთა, რუსეთს უნდა ნათლად დავანახოთ, რომ თუ მოსკოვი გააგრძელებს ამგვარ ქმედებებს, რუსეთს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება"-განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა.
ამავე თემაზე