2018-10-31 10:00:35
„ანგარიშსწორება მიდის და ამაშია სუს-ი? რა სისულელეა" - ლილუაშვილი სუს-ის არჩევნებში ჩართულობაზე

სუს-ის უფროსის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი არჩევნებში სუს-ის ჩარევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს და ოპოზიციის მიმართ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.

„ანგარიშსწორება მიდის და ამაშია სუს-ი? არა, რა სისულელეა, კონკრეტული ფაქტები თუ იქნება დავინტერესდებით. ბევრი ბრალდება გაისმის, თუმცა დასაბუთება უნდა ყველა ბრალდებას, ჩვენ, ან სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ,“-ამბობს ლილუაშვილი

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ "ქართულ ოცნებასა" და სალომე ზურაბიშვილის შტაბს შორის კოორდინაცია ბიძინა ივანიშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ჩააბარა და მას ხმების მობილიზება დაავალა.

ამავე თემაზე