2018-10-30 15:46:53
"ეს უნდა დასრულდეს“- ტრამპი აპირებს გააუქმოს კანონი, რომლითაც უცხოელების აშშ-ში დაბადებული შვილები ავტომატურად აშშ-ს მოქალაქეები ხდებიან

დონალდ ტრამპი აპირებს, გააუქმოს კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოელებისა და არალეგალი მიგრანტების შვილები, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე იბადებიან, ავტომატურად აშშ-ის მოქალაქეები ხდებიან.

„მე სულ მეუბნებოდნენ, რომ ამისთვის საჭიროა კონსტიტუციის შეცვლა. გამოიცანით, რა? - ეს არ არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებაც. ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეიძლება ადამიანი ჩავიდეს, ბავშვი გააჩინოს და შემდეგ ეს ბავშვი ავტომატურად იღებს მოქალაქეობას და 85 წლის მანძილზე სარგებლობს ყველა უპირატესობით. ეს უბრალოდ სასაცილოა და უნდა დასრულდეს“  - განაცხადა დონალდ ტრამპმაადაცემა „Axios on HBO“-ში

 

 

 

ამავე თემაზე