2018-10-30 14:10:21
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ (ფოტო+ვიდეო)

ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  არსებული ინფორმაციით,  თავდამსხმელებმა მამაკაცი ხელკეტებით სცემეს, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. 

"ახალქალაქში სასტიკად გაუსწორდნენ ენზელ მკოიანის ხალხი ადგილობრივ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგრნლებს!!! 
დაემუქრნენ არჩევნების დღეს, თბილისელები წავლენ და მერე გიტირებთ ყოფასო და აჰა, აასრულეს!
ძალიან გაბრაზებული ვარ, ეს ბიჭები მთელი დღე ოლქში იყვნენ ჩემს გვერდით არჩევნების დღეს!" წერს თეონა ჭალიძე და ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს.


 


 

 

ამავე თემაზე