2018-10-30 13:09:36
გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებით, სამოქალაქო ომი დაიწყება - ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გედევან ფოფხაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, სამოქალაქო ომის დაწყებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ფოფხაძე ამბობს, რომ არსებობს რევანშისტული განწყობები. მისივე განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას და ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას ციხიდან გამოშვებას გეგმავს. დეპუტატი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენენ.

ამავე თემაზე