2018-10-30 12:21:42
ზურაბიშვილთან გუშინ მქონდა კომუნიკაცია და მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით- ბესელია

ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ მობილიზება გავაკეთოთ ყველა ჩვენი ადამიანური რესურსის- აცხადებ ეკა ბესელია. როგორც ის ამბობს, სალომე ზურაბიშვილთან კოპმუნიკაცია გუშინ ჰქონდა და ზურაბიშვილიც და მმართველი გუნდიც, აქტიურად ემზადება მეორე ტურისთვის. 

" სალომე ზურაბიშვილთან გუშინ მქონდა კომუნიკაცია. ვიცი, რომ ის მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება, ისევე როგორც ვემზადებით ჩვენ. ახლა პარტია არა მხოლოდ ფრანგმენტულ, არამედ კომპლექსურ ცვლილებებზე საუბრობს. ეს ძალიან კარგად დასანახი იქნება მოგვიანებით და ეს იქნება ყველა მიმართულებით, კერძოდ, მენეჯმენტის, მართვის, ადამიანური რესურსის. საჭირო იქნება ძალიან კომპლექსური ცვლილებები,"- განაცხადა ბესელიამ. 

ამავე თემაზე