2018-10-30 11:42:32
მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი ამ ეტაპზე არ განიხილება - მეზვრიშვილი

მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი ამ ეტაპზე არ განიხილება, – განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, თუ  პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას დაიწყებს, შსს პროცესში ჩაერთვება.

„კულტივაციას რაც შეეხება, ამ ეტაპზე, აღნიშნული კანონპროექტი, როგორც იცით, არ განიხილება. თუ ამ საკითხზე პარლამენტი მსჯელობას დაიწყებს, ჩვენ ბუნებრივია, პროცესში ჩავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე, ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

ამავე თემაზე