2018-10-30 10:32:46
საბანკო რეგულაციები, რომლებიც 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა

ახალი საბანკო  რეგულაციები, რომლებიც მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. ინფრომაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, დაგეგმილი რეგულაციები შერბილდა და ამჟამად, ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 2018 წლის 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. საუბარია  სესხების გაცემისას  კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის მოთხოვნაზე, რომელიც ბანკებს უნდა დაწესებოდათ.

საქართველოს ეროვნული ბანკმა „სესხის გამცემი სუბიექტების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის” პროექტი 22 სექტემბერს გამოაქვეყნა. ბანკის ინფორმაციით, სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირების მიზანია ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფაა.

ამავე თემაზე