2018-10-30 09:15:08
"რუსეთი თავს დაესხმება საქართველოსაც და უკრაინასაც, თუ აქამდე მივიდა"-ბარაბანოვი
"რა მოხდება თუ აშშ საქართველოსა და უკრაინაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განთავსებას მოინდომებს?- აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az რუსეთის სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ცენტრის სამხედრო ექსპერტს მიხეილ ბარაბანოვს ეკითხება. გამოცემა  მიიჩნევს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, გამოვიდეს აშშ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან, შესაძლოა ვაშინგტონმა ისინი რუსეთის საზღვრების სიახლოვეს განათავსოს, ამ აზრის გასამტკიცებლად გამოცემა, ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს იშველიებს. მიხეილ ბარაბანოვი პასუხობს:-"ისინი იქ არ გამოჩნდება, ეს სრული ფანტასტიკაა, უფრო მეტიც, საკითხის ასე დაყენება პროვოცირებას გაუკეთებს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ სამხედრო აქციებს.  თუ საქმე აქამდე მივიდა რუსეთი თავს დაესხმება, უკრაინასაც დაესხმება! თავის მხრივ საქართველოსა და უკრაინაში რაკეტების განთავსება მეორე " ყარიბის კრიზისი" იქნება და რუსეთი ამას არ დაუშვებს." -აცხადებს მიხეილ ბარაბანოვი.
ამავე თემაზე