2018-10-29 17:21:43
კონფერენცია: „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“

2018 წლის 30 ოქტომბერს, 10:00-ზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება  კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ (საჭიროება/კვალიფიკაცია/დასაქმება),  რომელშიცმონაწილეობასმიიღებენბიზნეს-სექტორის, პროფესიულისაგანმანათლებლოდაწესებულებების, დარგობრივიასოციაციებისადასაერთაშორისოორგანიზაციებისწარმომადგენლები.

ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გახსნიან.  კონფერენციის მიზანია დუალური პროფესიული განათლების  შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ საკითხზე  ბიზნესის ჩართულობით მაღალი რანგის დისკუსიის გამართვა.

კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო“ შემაჯამებელიღონისძიებაა. აღნიშნულიპროექტისფარგლებშიშეიქმნასაკოორდინაციო მექანიზმი, რომლის მიზანიც დუალურპროფესიულგანათლებაშიჩართულ  მხარეებს შორისდიალოგისადაკოორდინაციისმიზნითპლატფორმისშექმნა, ასევე, დუალურიგანათლებისშესახებ ცნობადობისამაღლებადაამტიპისგანათლებისდანერგვისთვის  ხელშემწყობიღონისძიებებისდაგეგმვა-განხორციელებაა.  საბჭოში ჩართულებიარიან, როგორცსაჯარო  უწყებების,   ასევედარგობრივიბიზნეს-ასოციაციების, საერთაშორისოორგანიზაციების  წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

კონფერენციის  „დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“ მიმდინარეობისას გაიმართება 3 პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საჯარო/კერძო სექტორების წარმომადგენლები განიხილავენ საკოორდინაციო საბჭოს როლსა და მიზნებს, იმსჯელებენ პროფესიული განათლების შესახებ კანონის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე (აღნიშნული კანონი 2018 წლის 20 სექტემბრიდან შევიდა ძალაში) და ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობაზე.

გარდა საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა, პროექტის ფარგლებში შედგა 19 საინფორმაციო შეხვედრა თბილისსა და რეგიონებში პროფესიული განათლების შესახებ. ასევე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ ეტაპზე  ახორციელებს  შესაბამისობის კვლევას რეგიონული ბიზნეს-სექტორის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე