2018-10-29 15:37:11
"რუსეთი ყურადღებით დააკვირდება მეორე ტურს"-რუსი სენატორები
"მეორე ტურში საქმე შეეხება ორი კურსის, მომქმედი ხელისუფლებისა და ოპოზიციის კურსების შეტაკებას,   იმ ოპოზიციის, რომელიც წინა ხელისუფლებასთან ასოცირდება“. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ კობსტანტინე კოსაჩოვმა განაცხადა. რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შეწყალება შედის. „არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეს უფლებამოსილება იქნება გამოყენებული ერთ-ერთი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ამჟამად ქვეყნიდანაა გაქცეული. ეს კი საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების მიმართ  ძალიან არასასიამოვნო შედეგის მომტანი იქნება. ყურადღებით დავაკვირდებით პროცესებს, რადგან ბოლოს და ბოლოს საუბარია რუსეთის მეზობელ ქვეყანაზე, რომელთა ხალხის მიმართ რუსებს კეთილი დამოკიდებლა გააჩნიათ“ ქართველი ხალხის რუსების მიმართ სიმპატიებზე და არჩევნებზე კიდევ ერთი სენატორი საუბრობს. "ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, მან ანგარიში უნდა გაუწიოს იმ ფაქტს, რომ ქართველი ხალხი რუსების მიმართ სიმპატიითაა განწყობილი, ჩვენ დიდი ლობი გვყავს ხალხის სახით."-აცხადებს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის დეპუტატი ვლადიმერ ჯაბაროვი, მისი თქმით, რუსეთს საქართველოში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რჩეული არ ჰყავს და "მზად არის ნებისმიერ პრეზიდენტთან რუსეთისათვის მისაღებ პირობებში დიალოგი აწარმოოს"
ამავე თემაზე