2018-10-28 21:59:04
ავღანეთის მაზარი შარიფის საარჩევნო უბანი სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

ავღანეთის მაზარი შარიფის საარჩევნო უბანი 63 ხმით სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა- დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელმა ნატალია ხოხიაშვილმა "პირველი რადიოს" გადაცემა "პატარა პოლიტიკაში" განაცხადა. ის თავად ესწრება ცესკოში ავღანეთიდან ჩამოტანილი ხმების დათვლის პროცესს და როგორც მან გადაცემაში აღნიშნა ამ დროისთვის დათვლილია მაზარი შარიფის უბნის მონაცემები, საიდანაც 63 ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, 45 ხმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო 8 ხმა დავით ბაქრაძემ. თუმცა ჯერჯერობით დათვლილი არ არის ბაგრამის საავიაციო ბაზის მონაცემები, რომელიც გაცილებით დიდი უბანია და შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობა უფრო მეტმა სამხედრომ მიიღო. ამასთან, ნატალია ხოხიაშვილი აღნიშნავს, რომ ბაგრამის მონაცემების დათვლა შესაძლოა ნახევარი საათი კიდევ გაგრძელდეს თუმცა  მისივე თქმით, რომ დათვლილი ხმები აჩვენებს, რომ ამ უბანში ვაშაძეს და ზურაბიშვილს ხმები თითქმის თანაბრად აქვთ და ვიდრე ამ უბნების დათვლა სრულად არ დასრულდება, ავღანეთის საბოლოო შედეგებზე საუბარი ძნელია.

ამავე თემაზე