2018-10-26 14:50:06
"ბატონო ბიძინა, ლაშა ნაცვლიშვილი გატყუებთ" -კილაძე (ვიდეო)

უკაცრავად ბატონო ბიძინა, მაგრამ ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც არის დღეს თქვენი მთავარი მრჩეველი უბრალოდ გატყუებთ და გატყუებთ სამართლებრივადაც - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან ზაზა სარალიძე "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ივანიშვილმა 4 ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ სარალიძე რუსთაველზე ადგილს "ნაციონალებს" უნახავს.

ამასთან დაკავშირებით, "ტვ პირველის" ეთერში ელისი კილაძე ამბობს, რომ ივანიშვილის დღევანდელი განცხადება არის "მორიგი ბოდვა" და "ლაშა ნაცვლიშვილის სცენარი". კილაძის თქმით, არც ნაციონალურ მოძრაობას და არც სხვა პოლიტიკურ პარტიას არანაირი ადგილის შენახვა რუსთაველზე არ სჭირდება, რადგან თუ მათ სურთ აქციის ჩატარება, ამისთვის მერიის ნებართვაც საკმარისია

ამავე თემაზე