2018-10-26 12:25:14
სასტიკი მკვლელობა გორში - გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის ტელეფონში მოკლული ბავშვის ფოტოები აღმოაჩინეს 

9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული პირის ტელეფონში, ბავშვის ფოტოები იპოვეს. ამ დროისათვის, ვრცელდება რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ფსიქიური პრობლემები აქვს. ადგილობრივები კი ჰყვებიან, რომ პოლიციამ დაკავებულის კუთვნილ ტელეფონში მოკლული ბავშვის ფოტოები აღმოაჩინა, სავარაუდოდ, მკვლელობამდე ის 34 წლის მამაკაცი ბავშვს უთვალთვალებდა. 

არაოფიციალური ვერსიით, მკვლელობა იმ სახლის სარდაფში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი მუშაა

სარდაფში სისხლის კვალი რამდენიმე ადგილზეა აღმოჩენილი. 

პოლიციამ წარსულში ნასამართლევი, 34 წლის მამაკაცი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე აიყვანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის იმ ადგილას დააკავეს, სადაც მკვლელობა მოხდა. სახლში, სადაც დაკავებული ხელოსნად მუშაობდა, კრიმინალისტებმა სისხლის კვალი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ მოკლულ 9 წლის ბავშვს ეკუთვნის. 

ამავე თემაზე