2018-10-26 10:13:22
8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა კაცია დაკავებული

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დაკავებულია ახალგაზრდა კაცი. ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს, თუმცა შსს ჯერჯერობით არ ადასტურებს.

„ქრონიკის“ ცნობით, დაკავებულია მუშა რომელიც იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა, სადაც  ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს. ამას ადასტურებენ ადგილობრივები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა და ამჟამად მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც მხოლოდ ერთი მუშა მუშაობდა.

შეგახსენებთმ რომ 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება 109- ე მუხლით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე