2018-10-26 10:10:05
თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ უთვალთვალებდნენ და გატაცებას უპირებდნენ

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას უთვალთვალებდნენ და გატაცებას უპირებდნენ. მისი თქმით, ორი უცნობი მამაკაცი მას ვერცხლისფერი მანქანით აედევნა და მათ მისი მარშრუტი წინასწარ ჰქონდათ შესწავლილ. ელიზბარაშვილმა ამის შესახებ შსს- ს უკვე აცნობა. უწყებამ გამოძიება 151-ე ადევნების მუხლით დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილის მიერ გადაღებული ვიდეომასალის შესწავლაც დაიწყეს.

„გამოძიება დაიწყო. ოთხი საათი ვიყავი ჩვენებაზე. მტკიცებულებები გადავეცი. ვუკავშირებ ჩემს დაშინების მცდელობას, რადგანაც ვარ ძალიან აქტიური წევრი საზოგადოების, მე ჩემს კრიტიკას ფართოდ და ღიად ვახმოვანებ,“-ამბობს ელიზბარაშვილი.

ამავე თემაზე