2018-10-26 10:01:55
ტრამპის ტელეფონი არ ისმინება-თეთრი სახლი

თეთრ სახლში New York Times-ში გამოქვეყნებულ ინორმაციას, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირად მობილურ ტელეფონს ხმარობს, სიცრუე უწოდეს და განაცხადეს, რომ ტრამპს მხოლოდ სამსახურეობრივი ტელეფონი აქვს. „ტრამპს არა სამი არამედ ერთი სამსახურეობრივი მობილური ტელეფონი აქვს და ერთადერთი iPhone-ი სრულად შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტებს, ის მუდმივად იცვლება.“-განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს დაზვერვამ მიაკვლია, რომ ჩინეთი და რუსეთი მუდმივად ახორციელებდნენ ტრამპის მობილური საუბრების მოსმენას.

ამავე თემაზე