2018-10-26 09:58:03
გორში მოკლული გოგონას საქმეზე კონკრეტული შედეგები გვაქვს - საბანაძე

შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გორში მოკლული გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს. საბანაძის თქმითმ ამ ყველაფერზე უწყება უახლოეს საათებში გააკეთებს განცხადებას.

„აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ“,- განაცხადა საბანაძემ.

საბანაძის ხელმძღვანელობით, მოზარდის მკვლელობის საგამოძიებო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში გორში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე