2018-10-25 10:58:43
იგეგმება თუ არა ცქიტიშვილის გათავისუფლება? - პრემიერი ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მენეჯმენტით უკმაყოფილოა

პრემიერი ბახტაძე გარკვეულ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა მიმართულებით და მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი გუბერნატორები აქტიურად მუშაობენ რათა მმართველობის სისტემა იყოს უფრო ეფექტური.

„თუმცა, როგორც განვაცხადე, ჩვენ ვართ უკმაყოფილო გარკვეული მიმართულებებით და მენეჯმენტის იმ სტანდარტით გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის რეგიონულ მმართველობაში. ახალი გუბერნატორები გვყავს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ და ბუნებრივია ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ, რათა ზოგადად, ეს სისტემა იყოს უფრო ეფექტური და გადაწყვეტილების მიღება აისახოს რაც შეიძლება მოკლე ვადაში თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისი განცხადებიდან გამომდინარე ხომ არ იგეგმება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება, ბახტაძის თქმით, ცქიტიშვილის მსგავსი სახელმწიფო მოხელეები ბევრი უნდა იყვნენ მთავრობაში

ამავე თემაზე