2018-10-24 18:16:29
ექსპრემიერმა კრიმინალებს მწვანე შუქი აუნთო - ჩიხრაძე

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი მიიჩნევს, რომ ექსპრემიერმა კრიმინალებს მწვანე შუქი აუნთო. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღებია მედიისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ ბრძოლა. მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის.

„სამწუხაროდ, ეს მესიჯები იყო შემდეგი შინაარსის, რომ მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ისინი, ვინც საქმეს აფუჭებენ და რომ მათ წინააღმდეგ გალაშქრება კარგია და ეს ძალიან სერიოზულად არყევს ქვეყნის დემოკრატიულობის პერსპექტივას, ის, რომ დამნაშავეები თუ ეს არ სურს ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკური განწყობა არის ასეთი, არ დაისჯებიან და რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინონ, ეს იქნება მკვლელობა, ბიზნესის შევიწროება, მედიაზე შეტევა თუ არაფორმალური დარეკეტება ბიზნესის, წილების გადანაწილების მცდელობა, მწვანე შუქი აუნთო ყველას იმიტომ, რომ ის ასე ფიქრობს და სხვაგვარად არ უნდა იფიქროს არავინ, არც სამართალდამცავმა ორგანოებმა და არც პოლიტიკურმა აქტორებმა,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამავე თემაზე