2018-10-24 14:49:18
გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ჭრილობა მას სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს მიყენებული. დაჭრილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.  

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

ამავე თემაზე