2018-10-24 13:06:23
ივანიშვილმა დაგვანახა, როგორი არ უნდა იყოს მედია, საზოგადოებას სჭირდება ძლიერი მაკონტროლებელი - ბესელია

ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა - ასე ეხმაურება ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს და ამბობს, რომ  საზოგადოებამ ნათლად დაინახა სიმართლე და სიცრუა:

„ვფიქრობ, რომ ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას დაანახა სიმართლე და სიცრუე, აჩვენა თეთრი და შავი, აჩვენა რა არის დღეს რეალობა. ამ რეალობაში საჭიროა ძალიან კრიტიკული და სწორი ანალიზი. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად და გაბედულად მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა სჭირდება დღეს საზოგადოებას და როგორი არ უნდა იყოს დღეს მედია. დღეს საზოგადოებას სჭირდება ძლიერი მაკონტროლებელი; ეს სჭირდება ხელისუფლებასაც, თუმცა არავის არ სჭირდება სიცრუე და წარსულში არსებული ძალიან უმსგავსო მეთოდების გამოყენება, რაც ჩვენ დავასრულეთ 2012 წელს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომავლის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ვგულისხომობ იმას, რომ საჭიროა ქვეყანაში ინსტიტუტების და დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერება, საჭიროა იყოს წესრიგი და ეს უნდა იგრძნობოდეს სწორედ ვერტიკალში და მმართველ გუნდში. საჭიროა იმ ადამიანების წინ წამოწევა, დაფასება და მათი შესაძლებლობების რეალიზება, ვინც მოიტანა 2012 წლის გამარჯვება. ამ გამარჯვების მთავარი შინაარსი იყო იმ იდეალებისთვის ბრძოლა, რასაც ეწირებოდა ძალიან ბევრი ადამიანი. ბევრი ადამიანი დარჩა გულნატკენი და სწორედ მათ სჭირდებათ დღეს მაქსიმალური რეალიზება და არეალი, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. ამიტომ, მე განსაკუთრებით მივესალმები ამ გზავნილს, რაც გააკეთა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს არის ის, რასაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება“, - განაცხადა ბესელიამ. 

 

ამავე თემაზე