2018-10-23 23:04:18
ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ს: ტელევიზია არის დახურული , მათ ყავთ მაყურებელი მძევლად აყვანილი და ვერ ხერხდება აზრის მოსმენა

„თქვენ ძალიან ბევრს ცრუობთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანეთ, აჩვენებთ ტელემაყურებელს, სოციალურ ქსელებში იყო ამაზე დიდი რეაქცია. უამრავი გადაცდომა გქონდათ, რაც უკვე გამომჟღავნდა, რომ სხვის ნაკვეთებს მიაწერდით, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრს, ასევე მიაწერდით სხვა შემთხვევაშიც. არც ერთი მათგანი არ მოგიწვევიათ პასუხის გასაცემად, ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გააკეთეთ გადაცემა, გამოიტანეთ მთავრობის და პარლამენტის წევრების ბინები, აჩვენეთ ტელემაყურებელს, ისე, რომ არც ერთ მათგანთან შეკითხვა არ დაგისვამთ და როდესაც თვითონ გააქტიურდნენ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, ერთადერთი, ვინც ტელეკომპანიამ რესპოდენტად აირჩია, ირაკლი სესიაშვილი იყო.

„ტელეკომპანიას დაუკავშირდა მანანა კობახიძე , ლევან იზორია, თქვენ ეს არ შეასრულეთ. ერთადერთი ვინც აირჩიეთ რესპონდენტად ეს იყო ირაკლი სესიაშვილი და ეს მოხდა გუშინ და სხვათაშორის ვინც უყურა ამ გადაცემას, სესიაშვილმა ასით ნოლი მოგიგოთ,  ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომზადებული და მობილიზებული იყავით.  20 წლის წინ აშენებული სახლი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ალბათ თინეიჯერი  ან სტუდენტი იყო, აჩვენეთ როგორ კორუფციაში ჩაფლული და მეზობლის ნაკვეთიც გადაიღეთ. არც ერთი კითხვა არ დაგისვამთ. ეს არის თქვენი მუშაობის მანერა, თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ მაყურებელს, მაყურებლის დიდი ნაწილი გყავთ მძევლად აყვანილი, ხართ დახურული ტელევიზია, აჩვენებთ სიცრუეს 99 პროცენტი, ეს კარგი მაგალითია“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამავე თემაზე