2018-10-23 18:24:11
პროკურატურა განმარტავს რატომ დაუნიშნა გიგა მაქარაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველია მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრავმა.

ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის თანახმად, “პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”

მთავარი პროკურატურის განმარტებით, ამ მუხლის შესაბამისად, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ მან განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, პროკურატურის მოთხოვნით, დღეს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარეს.

 

ამავე თემაზე