2018-10-23 12:57:12
"ნამუსგარეცხილი ხალხია, სინანულის გრძნობაც კი არ აწუხებთ"- მოკლული გოგონას მამა

მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე, სადაც  ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ოჯახის წევრები დაკითხეს, ახალი არაფერი მოუსმენია. მისივე თქმით, ბრალდებულის ოჯახს სინანულის გრძნობაც კი არ აწუხებს.

„ვიცოდი, რომ ახალს არაფერს იტყოდნენ, ისინი არიან ნამუსგარეცხილი ხალხი. მეგონა, რომ სანამ ლადო გრიგალაშვილის დედა დაიკითხებოდა, კიდევ რაღაც სინანულის გრძნობა აწუხებდათ. არც კი მოუსამძიმრებიათ. ირონიულად საუბრობდნენ. ჩვენებაში თქვეს, რომ ღირსეული შვილი მყავსო და ანგელოზად გამოიყვანეს. როგორც ზაქარია გრიგალაშვილმა თქვა, მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. მე შეხვედრაზე მინისტრი დამპირდა, რომ გაერკვეოდა სიტუაციაში, თუმცა რა მოხდა იქ უკვე აღარ ვიცი", -განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე