2018-10-23 12:53:22
„არ ვართ ვალდებულნი დავემორჩილოთ კონსტანტინოპოლის პატრიარქს“ - რუსეთის საპატრიარქო

რუსეთის საპატრისარქოში აცხადებენ, რომ არ არიან ვალდებულნი დაემორჩილონ კონსტანტინოპოლს. ეს განცხადება, რუსულმა ეკლესიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომემ განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან მოსკოვი ვალდებული გახდება დაემორჩილოს კონსტანტინოპოლის პატრიარქის უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილებას. „მართლმადიდებელთა მსოფლიო კრება არ ანიჭებს კონსტანტინოპოლის პატრიარქს რაიმე პრივილეგიებს, გარდა პატივისცემის პრივილეგიისა, რაც არ აძლევს მას მისი ეკლესიის ფარგლებს გარეთ, სხვა უფლებამოსილებებს. შესაბამისად, არ ვართ ვალდებულები კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებებს დავემორჩილოთ “- განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა იგორ იაკიმჩუკმა.

ამავე თემაზე