2018-10-23 12:15:44
"ხომ მიიღეთ დავალება...ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცეთ?...- ეგ კი, ეგ კი...“ - ფარული ჩანაწერი - საჯარო მოხელეები

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ახალი სატელეფონო ჩანაწერები წარადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ საჯარო მოსამსახურეებზე კვლავაც გრძელდება ზეწოლა და მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.

ჩანაწერის ავტორი კონკრეტული პირებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი ეკითხება კომპანიის თანამშრომლებს, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

„- სატრანსპორტო კომპანიიდან ხომ მიიღეთ დავალება, რომ არჩევნებზე მიხვიდეთ?

- კი...

- და ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცეთ?

- ეგ კი, ეგ კი...“- პასუხობს ჩანაწერი ავტორს კომპანიის თანამშრომელი.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერია საჯარო სამსახურის თანამშრომლების მობილიზებას ახდენს, რაც კანონდარღვევა და არჩევნების გაყალბების მცდელობაა.

ამავე თემაზე