2018-10-22 16:24:22
"ჩვენ არც გვქონია საუბარი ავთენტურობაზე, საუბარი გვქონდა შინაარსზე, რომელიც კომიკურია"

ჩანაწერებზე საუბარი და მსჯელობა აღარ არის აქტუალური - აცხადებს ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ სპექტაკლი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" „რუსთავი 2"-ის მეშვეობით შემოგვთავაზა, ჩავარდა:

„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილის მომგვრელი და სასაცილო. ჩვენ არც გვქონია საუბარი ავთენტურობაზე, საუბარი გვქონდა შინაარსზე, რომელიც ამ ჩანაწერებში გვესმის. შინაარსი არის აბსოლუტურად კომიკური",- აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „რუსთავი 2“-მა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით 2 ახალი ფარული ვიდეჩანაწერი გაავრცელა. 

ვიდეოჩანაწერი 1

ვიდეოჩანაწერი 2

ამავე თემაზე