2018-10-22 15:00:16
"ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ძალიან დიდი გამოცდაა სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა"- დავით ბაქრაძე დღეს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) სტუდენტებს შეხვდა

ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ძალიან დიდი გამოცდაა სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა - ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) სტუდენტებს შეხვდა

დავით ბაქრაძემ და ახალგაზრდებმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, პოლიტიკურ გარემოზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესებში მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აქტუალური საკითხების განხილვის გარდა, პრეზიდენტობის კანდიდატმა სტუდენტებს პროგრამის ის პრიორიტეტიც გააცნო, რომელიც საზღვარგარეთ ქართველი სტუდენტების დაფინანსებას ეხება. საპრეზიდენტო ფონდის თანხების 50 პროცენტზე მეტი სწორედ უცხოეთში ქართველი სტუდენტების დაფინანსებას მოხმარდება.

დავით ბაქრაძის განცხადებით: "ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ძალიან დიდი გამოცდაა სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა და ამიტომ მოხარული ვარ, რომ დღეს მქონდა ასეთი შეხვედრა ძალიან გულწრფელი დისკუსია ქვეყანაში არსებულ პროცესებზე, მომავალზე და იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ახალგაზრდების და სტუდენტების დასახმარებლად. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების დახმარება ახალგაზრდებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა და ამიტომ კმაყოფილი ვარ აქაური ადმინისტრაციის სტუდენტების პირველ რიგში დღეს მქონდა საშუალება მქონოდა ასეთი ძალიან გულწრფელი, მეგობრული და კარგი დისკუსია."

ამავე თემაზე