2018-10-22 14:32:34
ივანიშვილის ინტერვიუ სამ ტელეკომპანიას

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ – ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ – გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან – „რეაქცია“ – ინგა გრიგოლიას მასთან ინტერვიუზე იწვევს.

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქშოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს“, – აღნიშნავენ პარტია „ქართულ ოცნებაში“.

ამასთან, პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს.

მათივე ინფორმაციით, ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის.

ამავე თემაზე