2018-10-22 13:13:17
"ყოჩაღ რა სიტყვები უსწავლია...კონტრპოდუქტიული და რეტროგრადული. პროგრესი სახეზეა"

პრემიერ ბახტაძის განცხადებას, რომელმაც შემოვლითი რკინიგზის პროექტს  "კონტპროდუქტიული და რეტროგრადული" უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის გაჩერება, სრულიად ბიექტურად მოხდა, დედაქალაქის ყოფილი მერი და "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ეხმაურება:

"ყოჩაღ რა სიტყვები უსწავლია - შემოვლითი რკინიგზა იყო კონტრპოდუქტიული და რეტროგრადული. პროგრესი სახეზეა. 

ახლა სერიოზულად. 1."ყველაზე მწვანე ტრანსპორტს" ქალაქში გადააქვს ბაქოს ნავთობი, 2. რკინიგზის გარშემო არ არსებობს ერთი სახსალიც კი დაზიანებების გარეშე. 3. სამგზავრო გადაზიდვებისთვის რჩება და მოდერნიზირდება დიდუბისა და ნავთლუღის რკინიგზის სადგურები, 4. რომლებიც ინტეგრირებულები არიან მეტროს ქსელში.5. თანხის 2/3 დახარჯულია და არგაგძელების შემთხვევაში წყალში იყრება. 6. ეს კაცი უვარგისი, ნაგრამ ისევ რკინიგზის დირექტორია და არა პრემიერმინისტრი" წერს უგულავა

ამავე თემაზე