2018-10-22 12:49:14
დავით მაღრაძე, "ზარალა", გახარია, ფარცხალაძე... - ვიდეო ჩანაწერი #2

პირველი ფარული ვიდეო ჩანაწერი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე „კურიერს“ წყარომ კიდევ ერთი ჩანაწერი მიაწოდა. ჩანაწერში ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირებისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარია ასახული.

ჩანაწერების პირველ ნაწილში ლევან ყიფიანი ლევან ყიფიანი  დეტალურად იხსენებს ე.წ. ცნობილი სარდაფის ეპიზოდის დეტალებს.

მეორე ჩანაწერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილსა და "ომეგა ჯგუფის" სხვა წარმომადგნელებს უყვება, რომ ყველა პრობლემას ივანიშვილს ოთარ ფარცხალაძე უგვარებდა.

ყიფიანი ამბობს, რომ მას შუამავლად ბიძინა ივანიშვილთან პოეტი დავით მაღრაძე ჰყავდა, ხოლო კონფლიქტში ასევე ჩარეული იყო შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც მაშინ ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა. ყიფიანი ამბობს, რომ გახარიამ მოლაპარაკებების გარკვეულ ეტაპზე კონფლიქტში ჩარევაზე უარი განაცხადა. ჩანაწერში მოხსენიებულია კიდევ ერთი პირი -"ზარალა", სავარაუდოდ ბიზნესმენი  გიორგი რამიშვილი. 

სრული ჩანაწერი:

ზაზა ოქუაშვილი - მაშინ ჩვენთვის არ უთქვამს არავის, იმიტომ რომ ჩვენამდე ვერ მოდიოდნენ,  იმიტო, რომ ლევანის ვთხოვეთ და ლევანი იდგა ჩვენ წინ. ამიტომ  მოხდა  ძალისმიერი რაღაცეები. ეხლა პირდაპირ გვეუბნებიან ჩვენ

ლევან ყიფიანი - არა, ამის გარჩევას, მანდ რომ თქმულიყო, რო რა შუაშია და როგორ არის, სხვანაირად წავიდოდა საქმე

ზაზა ოქუაშვილი - რა შუაშია არ უთქვიათ, არ უთქვამთ, ითქვა, რომ

ლევან ყიფიანი - თქვენ უნდა გეთქვათ, რა შუაშია ის ხალხი

ზაზა ოქუაშვილი - ეხლა?

ლევან ყიფიანი - მაშინ

ზაზა ოქუაშვილი - მაშინ

ლევან ყიფიანი - მე გამოდის სხვისი ბიზნესი ვიცავდი რადა თქვენ რომ კითხვა დაგისვეს, თქვენ არაფერი არ უთხარით. თავისთავად ამან გამოიწვია ავარია,

ზაზა ოქუაშვილი - კონფლიქტი

ლევან ყიფიანი - თქვენ რომ გეთქვათ, რა ვიცი მე იქ არავინ ... კი გახარიასთან, იმასთან მქონდა კავშირი, სხვა ხალხი მე იქ არ მინახია ხო? მე არ მინახია პირადად

ზაზა ოქუაშვილი - მეც ვეცადე, რომ მაგათ მხრივ მიღებული ადამიანი ყოფილიყო წინ, რომ  პირადად კონფლიქტში არ შევსულიყავი. სამაგიეროდ, შევიდა კონფლიქტში ადამიანი, რომელიც ... იქით კონფლიქტი არ უნდოდა და არაფერი.   ეს ჩემი კონფლიქტი იყო, მე დამანახეს

ლევან ყიფიანი -  ჰო, ეგ იყო, რა

ზაზა ოქუაშვილი - რომ იმ დონეზე, რომ მერე ბიძინა იყო იძულებული, რომ თავისი პირით ეთქვა, რომ  განემარტა,  დავეყენებინე გზაზე

ლევან ყიფიანი - ჰო, მარა იქ გქონდა საუბარი ერთი-ერთზე, იქ ალბათ უნდა  „ჩოტკად“განსაზღვრულიყო ... მერე იქ  რაღაც სხვანაირად წავიდოდა. ჩემი მხრივ აქტიურობა... ეხლა მე რომ შენ იმაზე ვილაპარაკო, შენ რანაირი სახლი გაქვს, არ მეტყვი ვიღაცა  რაღა შენ ლაპარაკობ იმის სახლზე  თვითონ  ვერ ილაპარაკებს?

ზაზა ოქუაშვილი - გახარიაც იქვე იყო

ლევან ყიფიანი - ჰო

ზაზა ოქუაშვილი - ახლა გახარია სულ რა ვიცი (გაიქცა)

ლევან ყიფიანი - არა, გახარიამ იმთავითვე დააფიქსირა, რომ მე ჩემი მისიაო ამ ეტაპზეო

ზაზა ოქუაშვილი - მოვამთავრეო?

ლევან ყიფიანი - მოვამთავრეო. სულ იყო ... გაუთავებლად ...   ბოლო შეხვედრა ეგ იყო ... ახალი ჩამოსული იყავი . მაშინ რომ იყო საუბარი, მაგი თქვა რა,  იმ  კონფლიქტებშიო უკვე ვეღარ წამოგყვებითო ... ერთიო რაც იყო ეგ არიო. იყოო... ხო არა. მაშინ ალბათ „ბრონიჟილეტი“უნდა  ჩაგეცვა და  კასკა დაგეხურა, სხვანაირად რომ გეთქვა

ზაზა ოქუაშვილი - ხო, მაშინ, სხვა... რო

დავით თოლორდავა - რა საომარი გახდებოდა?

ლევან ყიფიანი - ალბათ, აბა აბა როგორ, იქ მოკლე ხანში მოხდა რა, ის ჩაერია, ჩემი მაგის მეგობარი და მეც ვისთანაც ურთიერთობა მაქვს და უცბად მოხდა რა ლოკალიზება ამ კონფლიქტის.

ზაზა ოქუაშვილი -   დათო, ხო?

ლევან ყიფიანი -ძირითადად და ზარალა ჩაერია რა

ზაზა ოქუაშვილი- ზარალა თუ მაღრაძე?

ლევან ყიფიანი - არა, მაღრაძე მერე უკვე, ზარალა მანამდე, მანამდე  შეხვდა, მერე დათოც რომ შეხვდა ბიძინას

დავით თოლორდავა - მაღრაძე იყო, იქ გასვენებაში

ზაზა ოქუაშვილი - სად?

დავით თოლორდავა - გორში

ზაზა ოქუაშვილი- ა, პაატასთან?

დავით თოლორდავა - რეზოს გასვენებაზე, ჩამოვიდა

ზაზა ოქუაშვილი - მაღრაძე პაატას იცნობს

დავით თოლორდავა - ალბათ

ბ-ნი ზაზა - მაღრაძე მაგარი ავტორიტეტია ხო..?                 

დავით თოლორდავა - კი, კაი ბიჭია

ზაზა ოქუაშვილი - მარა, ზარალა ბიძინასთან არ ჩაერია, მაღრაძე ჩაერია

ლევან ყიფიანი - ბიძინა იმასთან

ზაზა ოქუაშვილი- ოთარისთან ხო

ლევან ყიფიანი - მე ვერ დავიჯერე, მე ჩემი ბრალიც არის

ბ-ნი ზაზა - ჰა?

ლევან ყიფიანი - მე ვერ დავიჯერე, რო იმის მხრიდან

ზაზა ოქუაშვილი - მეც ვერ დავიჯერე, მე თვალებს არ ვუჯერებდი

ლევან ყიფიანი - მე ვერ მივხვდი რა

ბ-ნი ზაზა - თვალებს არ ვუჯერებდი, მე მგონი გახარია იქ იჯდა და გახარიას არ სჯეროდა,  არც ყურების თავისი და არც თვალების...  კარგად ისმენდა

ლევან ყიფიანი - გახარიამ მეო, მე  ნუ ჩამრევო
ზაზა ოქუაშვილი - გახარია ხომ იყო იქ ბიძინასთან?

ლევან ყიფიანი - ხო, მარა მერე რომ ვსაუბრობდით, მე ნუ ჩამრევო,  აიცილა, რა

ზაზა ოქუაშვილი - აიცილა კაია, აიცილა..."

ამავე თემაზე