2018-10-22 11:50:32
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერება ობიექტურად მოხდა - ბახტაძე

ჩემი რკინიგზაში მუშაობის პერიოდში სრულიად ობიექტურად მოხდა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერება, ვინაიდან ის ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდა, – განაცხდად პრემიერმა ბახტაძემ- „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი“ პრეზენტაციაზე. მისი თქმით, პროექტი იყო "კონტპროდუქტიული და რეტროგრადული მე ვიტყოდი". მისივე თქმით, რკინიგზის პროექტს ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა.

"აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა, რომ ყველაზე მწვანე ტრანსპორტი უნდა გადაგვეტანა ქალაქიდან და მის მაგივრად შეგვექმნა დამატებითი ავტომაგისტრალები ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის. ბუნებრივია, ეს არის სრულიად მიუღებელი.

ჩვენ გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც, ამ პროექტის დამთავრება არსებული დიზაინით იყო სრულიად მიუღებელი. შესაბამისად, ჩემი მთავარი ხედვა გახლდათ, ჩვენ მოგვეხდინა ის, რაც გააკეთა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წარმატებით. მოგვეხდინა რკინიგზისა და მეტროს ინტეგრირება ყველაზე ეფექტური საშუალებით. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ თბილისის აგრომელაციაც ვითარდება და პერსპექტივაში, მომავალში ქალაქი რუსთავი მოვაბათ თბილისის მეტროს. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე