2018-10-22 11:29:28
"მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება საუკეთესო პრაქტიკა არ არის, პარლამენტს გამოძიების დეტალებში ჩასვლის უფლება არ აქვს"

"კონკრეტული საქმის გამოძიებაზე მთავრობის წევრის, განსაკუთრებით კი მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება ზოგადად არ არის ხოლმე საუკეთესო პრაქტიკა,"- აცხადებს თამარ ჩუგოშვილი

გავრცელებულ ჩანაწერებზე შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით,  პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ პარლამენტს კონკრეტული საკითხის გამოძიების დეტალებში ჩასვლის უფლება არ აქვს.

"მე ვფიქრობ, რომ კონკრეტული საქმის გამოძიებაზე მთავრობის წევრის, განსაკუთრებით კი მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება ზოგადად არ არის ხოლმე საუკეთესო პრაქტიკა. საქართველოს პარლამენტს, როგორც პოლიტიკურ ორგანოს კონკრეტული საკითხის გამოძიების დეტალებში ჩასვლის უფლება არ აქვს. თუმცა ზოგადად როგორ მიმდინარეობს სხვადახვა პროცესები, თუნდაც პროკურატურაში ან შსს-ში, ამაზე რომ პარლამენტი მინისტრებს ან სხვა თანამდებობის პირებს ესაუბროს, პრობლემას ვერ ვხედავ,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 

ამავე თემაზე